Sunday, June 20, 2010

წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა


წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,აღიარება მომბეზრდა ბრალის.წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

No comments:

Post a Comment