Sunday, June 20, 2010

დრო ყველაფრის მკურნალია


დრო ყველაფრის მკურნალია,ოღონდ ჩემი არა.საოცარი უნარია დარდი წარა-მარა.რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრიუმარტივეს ლექსად.წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,ვერ ვიშორებ ვერსად.როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,მახსენდება პაპა.ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევსდედაჩემის კაბა.ცის ცრემლებზე მახსენდებამე სიტყვები მამის . . .ღვინო სანამ გამეხსნება,მეც ავტირდე ლამის.ღამე სმაში მათენდებადამეკარგა ღერძი . . .კიდევ რა არ მახსენდება,კიდევ რას არ ვებრძვი.საოცარი უნარია დარდი წარა-მარა.დრო ყველაფრის მკურნალია-ოღონდ ჩემი არა...

No comments:

Post a Comment