
იტირა ხალხმა და აქვითინდა თავად კალამი მისი, რომელმაც თავი კვლავ მარტოსულად იგრძნო. ნიკო წერად და თამაშობდა სპექტაკლებს მთელი თავისი არსებით… ვინც კი ისმენდა მის ლექს ან ნახულობდა მის მიერ შესრულებულ როლებს თეტრის სცენაზე, ყველას მხოლოდ ერთი რამ აოცებდა, თუ როგორი ნიჭიერი და როგორი შეყვარებული იყო თავის სამშობლოზე ეს ადამიანი! იგი მარტო პოეტი და მსახიობი არ იყო, ის გმირი და მამულიშვილი იყო! ისე გულიანად კითხულობდა თავის გულიან ლექსებს ,რომ აუცილებლად შეგძრავდა შიგნიდან ან შეგაყვარებდა, შეგაძულებდა, გაგამხიარულებდა და სევდიანსაც გაგხდიდა, დაგაფიქრებდა და გაგიტაცებდა ოცნებებში… მისი ხმის ტემბრი, მისი ინტონაცია და მოელვარე თვალები, რომელიც წაკითხულ ლექს აკომპანიმენტს უკეთებდა, ანალოგიური სიტუაცია იყო სცენაზე, როდესაც ნიკო მთლიანად ითავისებდა როლს და იმდენად სწორად გადმოსცემდა პერსონაჟის ბუნებას და სიტუაციას რომ, ვერ გაარჩევდით სპექტაკლს უყურებდით თუ ნიკო გომელაურის ცხოვრებას
No comments:
Post a Comment